პარლამენტთან, სადაც „ქართული ოცნების” სცენაა დამონტაჟებული, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გაუშვეს. აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლა და დროშების ატანა სურთ, თუმცა პოლიციელები ამის საშუალებას არ აძლევენ.
პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ დააზიანონ სცენის ინვენტარი და ტექნიკა.
ამ წუთებში პარლამენტთან აქცია – „არა რუსულ კანონს, კი – ევროპას” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
მათ საქართველოს დროშებით სცენაზე ასვლა სურთ, თუმცა შსს-ს თანამშრომლები ამის უფლებას არ აძლევენ.
ხვალ, 29 აპრილს, „ქართული ოცნება” რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას გეგმავს.