პარლამენტის უკანა შესასვლელთან ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად არჩევის პროცესს აპროტესტებენ.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. სხდომა 2 საათზეა ჩანიშნული.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპოზიცია, ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტში შესვლას გეგმავს. შოთაძის კანდიდატურას დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე ხვალ გაიტანენ. ელენე ხოშტარიას თქმით, ხვალ ოპოზიცია სირცხვილის კორიდორს მოაწყობს.