პარტია „ფედერალისტების" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა

პუბლიკა

დღეს, 20 ოქტომბერს პარტია „ფედერალისტების” სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა.

პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად კი თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ახლა საქმე – აქ შევიკრიბეთ და პარტიას ვაფუძნებთ ის  მოქალაქეები, ვისაც მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნის მომავალი, მისი მოქალაქეების ხელშია.

აქ ვართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს სამართლიანი და ძლიერი, საჭიროა საქართველოს მოქალაქეები გაძლიერდნენ და წონა შეიძინონ.

აქ ვართ ისინი, ვისაც საკუთარ მისიად მიგვაჩნია რუსული ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან ქართული პოლიტიკური სისტემის გაწმენდა და ახალი რესპუბლიკის დაფუძება!

აქ ვართ ისინი, ვისაც კორუმპირებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ აიძულა ირწმუნოს, რომ საქართველოს ისტორიული მისია გახდეს ევროპული ოჯახის თანასწორუფლებიანი წევრი, შეუძლებელი მისიაა”, – თქვა ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტიის დაფუძნების ღონისძიებაზე.