პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.
პარტიის ყრილობამ ასევე აირჩია პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.