პარტია „საქართველოსთვის“ წევრს და წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს და წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატს გელა აბულაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქმეში ბრალდებულ დანარჩენ 8 პირს სასამართლომ 6 000-ლარიანი გირაო დააკისრა.

ბრალდებული საკრებულოს დეპუტატი ბრალს არ აღიარებს. პარტიაში „საქართველოსთვის“ კი დეპუტატის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი და წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი, გელა აბულაძე 28 მარტს დააკავა.