პარტიაში მოვილაპარაკეთ და პრემიერად „კუპატას" ვასახელებთ - ანა დოლიძე

პუბლიკა

“მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე  პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ პარტიაში მოილაპარაკეს და პრემიერად ძაღლს, „კუპატას” წარადგენენ.

“მეგობრებო, კამპანია დაწყებული არ იყო ერთი გამოხტა პრემიერობა მინდაო. რა დროს პრემიერობაა, ჯერ არჩევნებია მოსაგები. ბოლოს ჩვენ ვითათბირეთ და წარვადგენთ ნამდვილად ღირსეულ კანდიდატს. მხარი დაუჭირეთ, უალტერნატივოა” – წერს ანა დოლიძე.

ანა დოლიძე მაჟორიტარობისთვის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იბრძვის.