„ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობეში“ ამბობენ, რომ ვარკეთილში მათი პარტიის ოფისი დაარბიეს

პუბლიკა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.

კოალიციის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ვარკეთილი 3-ის, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ოფისში ჩაამსხვრიეს  შუშები და  ოთახში საღებავებით სავსე ბოთლები შეაგდეს. ნადირაძის თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.

„დღეს დილით ვარკეთილში, სადაც არის “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ოფისი, დაგვხვდა დარბეული. ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები ბოთლებით. შემთხვევა მოხდა როგორც ჩანს, გამთენიისას. ამ დარბევების, ამ ძალადობის, მუქარის და სამარცხვინო ფაქტებია არავის არ გვეშინია,”- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.