„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, პარტიის ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი. ყრილობაზე აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლდება პოლიტსაბჭოც.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილია ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
კალაძის განცხადებით, დაამტკიცეს განახლებული პოლიტსაბჭოს წევრობის 21 კანდიდატის ვინაობაც, რომელიც შაბათს გახდება ცნობილი.
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის გამოწვევა ჩვენი პარტიისთვის. ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ერთად დგომით და ყოველდღიური მუშაობით ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ“, – განაცხადა კალაძემ.