პარტნიორები ვაშინგტონში არ მოიწონებენ თქვენს მოსაზრებას, რომ ისინი ცრუობენ - კელი პაპუაშვილს

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, აშშ-სგან ფარცხალაძისა და მოსამართლეების სანქცირებაზე მტკიცებულებები არ მიუღიათ.

„თქვენ კარგად იცით, რატომ არ გავრცელდა მასზე [ოთარ ფარცხალაძეზე] მტკიცებულებები სანდო არხებს მიღმა. თქვენი „სტრატეგიული პარტნიორები” ვაშინგტონში არ მოიწონებენ თქვენს მოსაზრებას, რომ ისინი ცრუობენ. მაგრამ იქნებ, არც გადარდებთ”, – დაწერა იან კელიმ.

ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა. ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მას აღუდგება წვდომა საბანკო სერვისებზე