უკრაინის პრეზიდენტის ადამინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი პარტნიორებს მიმართავს. ის Twitter-ზე წერს, რომ 4 ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
„ძვირფასო პარტნიორებო, ოთხი ნაბიჯია საჭირო იმისათვის, რომ არ დაინახოთ ჩვენი მკვდარი ბავშვების თვალები, ან არ იგრძნოთ დამწვარი მარიუპილის სუნი სიზმარში.
1 – საჰაერო თავდაცვაშო დახმარება, თუ ცის დახურვა არ შეგიძლიათ; 2 – საკრუიზო რაკეტები ან ჭურვები მძიმე რაკეტებისთვის; 3 – მკაცრი ნავთობის ემბარგო; 4 – დახურული პორტები რუსული გემებისთვის მთელს მსოფლიოში, “- წერს პოდოლიაკი.