შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცლები რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება.
„ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება“, – განაცხადა გორგოძემ.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის დღეს, 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით.