პასუხისმგებლობა ჩაშლილი კენჭისყრისთვის ბიძინა ივანიშვილს აკისრია – დევიდ კრამერი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადებით, პასუხისმგებლობა დღევანდელი კენჭისყრის შედეგებზე „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ.

„პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ, რადგან ეს მათ, როგორც ბლოკმა, არ მისცეს ხმა ცვლილებებს, ოპოზიციის დღევანდელ შედეგში დადანაშაულება არ შეიძლება”, – განაცხადა  ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

მასალა გამოქვეყნებულია „ამერიკის ხმის” მიერ;