პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევაზე ხელისუფლებას ეკისრება - ჰარცელი

პუბლიკა

პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით. მათგან ველოდებით მოქმედებას, რომელიც მისი პირობების შეფასებას შეესაბამება. არაერთხელ მითქვამს, მე არ ვარ ექიმი, არ ვარ ფაქტების მცოდნე, მაგრამ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები მიიღება დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე“, – განაცხადა კარლ ჰაცელმა.