პატიმრების 66% ერთხელ ვაქცინირებულია, 55%-ზე მეტი კი ორჯერ არის აცრილი - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა 80%-ზე მეტი ერთხელ ვაქცინირებულია და დაახლოებით 62%-ია ორჯერ ვაქცინირებული.

„უკვე მაისის ბოლოდან ვმუშაობთ პენიტენციურ სისტემაში ვაქცინაციის პროცესზე. ერთხელ ვაქცინირებული არის პატიმრების 66%, ორჯერ ვაქცინირებული 55%-ზე მეტი. რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, მათი ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყო. თანამშრომლების 80%-ზე მეტია ერთხელ ვაქცინირებული და დაახლოებით 62%-ია ორჯერ ვაქცინირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ვაქცინაციის პირობებში, ინფექციის გადაცემის ალბათობა საკმაოდ დაბალია, “- განაცხადა მან.

მისი თქმით,  სიტუაცია სრულად კონტროლირებადია და რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით არ არსებობს.