„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ,,პუბლიკას” იუსტიციის სამინისტროში უდასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ერთ-ერთი მსჯავრდებულის ძმაა. ინფორმაციას არ ადასტურებენ სამინისტროში.
დღეს, 4 ნოემბერს, გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებულ ბადრაგს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
3 პატიმარი ,,ავერსის” კლინიკიდან 1 ნოემბერს გაიქცა. სამივე მათგანი დაკავებულია.