პატიმრებს ამანათებით და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის უფლება დროებით შეეზღუდათ

პუბლიკა
დღეიდან ბრალდებულებს და მსჯავრდებულებს 2020 წლის 1-ლ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვეული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე.
როგორც პენიტენვიურ სამსახურში განმარტავენ, გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად მიიღეს.
“მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში”. – ვკითხულობთ განცხადებაში.