წინასწარი პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც 14 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული დაჭრა.
საქმეზე სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კაცი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის თქმით, ბრალდებული შურისძიების მოტივით მოქმედებდა და დაზარალებულის მოკვლის განზრახვა ჰქონდა.
დაკავებულმა სხდომაზე თქვა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იყო აფექტის მდგომარეობაში.
ადვოკატის თქმით, სასამართლოს სხდომაზე ბრალდება დამძიმდა. დათავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, ახლა კი 19-108-ე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა კახეთში მოხდა. ბიძამ (მამიდის ქმარმა) 14 წლის გოგო გააუპატიურა. მას შემდეგ, რაც გოგოს ბიძამ (მამის ძმა) მომხდარის შესახებ გაიგო ნათესავი ცივი იარაღით დაჭრა.
მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.