მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ.
„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ რეგიონში იმ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობასაც, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან NATO-ს წევრები. მათ შორის, ვსაუბრობ ბელარუსზე, მოლდოვასა და საქართველოზე.
ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ისინი არიან ასევე ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილი“, – განაცხადა მაკრონმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მაკრონის თქმით, სხვადასხვა ფორმატში უნდა გაგრძელდეს უკრაინის საკითხზე საუბარი და წარმოშობილი უთანხმოებებისთვის ახალი გამოსავლის გზები უნდა გამოინახოს.