„მე მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი. მრავალი წელია, ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას… პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგმაიამ „TV პირველის” ეთერში განაცხადა კითხვაზე მოწოდება „დარჩი სახლში”, უნდა შეეხოს თუ არა ყველას, მათ შორის მრევლსაც.
„ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე… თუ მორწმუნე ადამიანს სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, თუ დაიცავენ ყველა იმ წესებს, რაც მოწოდებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ „TV პირველის” ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, „ალბათ დადგენილება იქნება, რა, როგორ და რანაირად გაკეთდეს. კონსენსუსი მიიღება სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ და რისი უფლებაც გვექნება, მრევლიც და მეც, ალბათ ამას ჩავატარებთ…
დარწმუნებული ვარ, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის. ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს. ასე რომ, მისი გადაწყვეტილება და მისი კურთხევა ალბათ იქნება სწორი, და თუ ჩვენ შევასრულებთ ზუსტად ისე, როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის, ეს ალბათ არ დააშავებს და არ გააფუჭებს არაფერს“, – განაცხადა მან.