პატრიარქის მდივან-რეფერენტი იზოლაციაშია, ველოდებით ტესტის პასუხს - საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი, ვეფხია ოდიშარია „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა და ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან.

„საეჭვო არის, რადგან შორენა თეთრუაშვილს და კიდევ ერთ დედას კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულ პირთან. გადაყვანილები არიან იზოლაციაში. იმ დედას, ვისაც ჰქონდა შორენასთან ერთად კოვიდინფიცირებულთან შეხება, მისი პასუხი უკვე მაქვს და არ არის (დადებითი). ქალბატონი შორენას (პასუხი) ალბათ დღეს იქნება“, – აღნიშნავს ვეფხია ოდიშარია.

მისივე თქმით, დაცვის თანამშრომლები კათოლიკოს-პატრიარქთან დისტანციის გარეშე არავის უშვებენ. ოდიშარიას თქმითვე, სრული გაიდლანისა და მოწოდებების დაცვით ხდება მასთან ურთიერთობა.

„ვერავინ შედის საპატრიარქოში და იქიდან ვინც გამოდის, ისევ იტესტება იმისთვის, რომ უსაფრთხოების ზომები და მოწოდება, რაც არის, კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან და ჯანმოს მიერ დამტკიცებული გაიდლაინი, იყოს მაქსიმალურად დაცული“, – ამბობს სამედიცინო ცენტრის დირექტორი.


კადრებში, რომლებიც 4 იანვარს, პატრიარქის იუბილეს აღსანიშნავ მიღებაზეა გადაღებული, ჩანს, რომ საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე შორენა თეთრუაშვილიც იმყოფებოდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას პირბადე ეკეთა.


ინფორმაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიც ავრცელებს.

„შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

📌 ინფორმაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

➡️ მასმედიის…

Posted by საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური on Thursday, January 7, 2021