პატრიარქს ჩაუტარდა ტესტირება, პასუხი უარყოფითია - ანდრია ჯაღმაიძე

პუბლიკა

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ აბდრია ჯაღმაიძის თქმით კათოლიკოს პატრიარქ ილია II – ს კოვიდინფექციაზე ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითა.

“გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება 3 დღეში ერთხელ და PCR ტესტირებაც პერიოდულად კეთდება.

ჩატარდა 55 ტესტი, ყველას ტესტზე პასუხი არის უარყოფითი, მათ შორის უწმინდესის და უნეტარესის პასუხიც. ყველანი ჯანმრთელად არიან, იზოლაციაში იმყოფება მხოლოდ ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი“. – განაცხადა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან.