საქართველოს „პატრიოტთა ალიანსმა” ამერიკის საელჩოს წინ აქცია გამართა. პარტიის ლიდერები NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) და IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) საქმიანობის აკრძალვას მოითხოვდნენ.
აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა შეერთებული შტატების კონგრესს მიმართა და მოსთხოვა, რომ „ეს ორგანიზაციები საქართველოდან გაიყვანოს“.
აქცია 4 საათზე დაიწყო და უკვე დასრულდა.