„პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი კენჭს თბილისში, ნაძალადევის ოლქში იყრის. მის გარდა პარტიამ დედაქალაქის კიდევ 6 ოლქში წარადგინა კანდიდატი:

მერაბ ჭიქაშვილი – გლდანი;

ნანა დევდარიანი – ვაკე;

გურამ ნიკოლეიშვილი – სამგორი;

კახა ძაგანია – საბურთალო;

არჩილ ბენიძე – დიდუბე;

მალხაზ თოფურია – მთაწმინდა.

როგორც კანდიდატების წარდგენისას ირმა ინაშვილმა თქვა, „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად, საპარლამენტო არჩევნებში „მემარცხენე ალიანსიც“ იბრძოლებს, რომელიც „ლეიბორისტული პარტიიდან“ წამოსულმა წევრებმა დააფუძნეს. სწორედ „მემარცხენე ალიანსიდან“ იქნება რამდენიმე მაჟორიატარობის კანდიდატი, მათ შორის კახა ძაგანია და მცხეთა-მთიანეთში სოსო შატბერაშვილი.

შატბერაშვილის გარდა, რეგიონებში „პატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა სხვა კანდიდატებიც:

სოსლან გასრევანიშვილი – საგარეჯო;

ოთარ ჭითანავა – ზუგდიდი;

სოსო პარწიკანაშვილი – თელავი;

კობა მაზანაშვილი – გორი;

შოთა გოგიბერიძე- ოზურგეთი;

გიორგი კასრაძე – ჭიათურა;

პაატა ჯიბლაძე – რუსთავი;

მახირ იუსუპოვი – მარნეული;

ვიქტორ ცაავა – აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ;

თეიმურაზ ფანჩულია – ფოთი, ხობი, სენაკი;

ერეკლე საღლიანი – რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი;

არტაშე საკობიანი – ახალქალაქი;

„პატრიოტთა ალიანსმა“ ერთად წარადგინა აჭარის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები და უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები. თუმცა, პრეზენტაციაზე არ დაუზუსტებიათ კონკრეტულად რომელი კანდიდატი იბრძოლებს პარლამენტში მოსახვედრად და რომელი – უმაღლეს საბჭოში.