„პატრულმა მითხრა, რომ უბრალოდ განმარიდეს ვითარებას" - ბოკერია თავისუფალია

პუბლიკა

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლება, ძალიან აგრესიულად განწყობილებმა, მეც დამაკავეს და თენგიზ გუნავაც. მერე პატრულის წარმომადგენელმა მითხრა, რომ უბრალოდ განმარიდეს ვითარებას და გადმომსვეს მანქანიდან”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ტაბულასთან” საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოკერიას დაკავების შესახებ.

„კონკასთან აქტივისტებს ჰქონდათ მოტანილი ფიჩხი. როცა გვითხრეს, რომ შეშა საშიშია, მოვიტანეთ ფიჩხი. თუმცა გაირკვა – ამოცანა არის ღიად, რომ ხალხი არ უნდა გათბეს. ამიტომ დაგვიწყეს ჭიდაობა ფიჩხზე, უკანონოდ გააჩერეს მანქანა და მათ მიერვე დაწყებული ჭიდაობისას დაგვაკავეს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ მავნებლურ, უკანონო დავალებებს აძლევენ ივანიშვილის წარმომადგენლები პოლიციას, რაც არის დიდი სირცხვილი და უნდა დამთავრდეს”, – განაცხადა ბოკერიამ.