ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმისადმი ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.
„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, გარდა „ქართული ოცნებისა“, დღეს საჯაროდ განაცხადა დიალოგის კეთილი ნების შესახებ. დემოკრატიული სახელმწიფოების ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ნიკა მელიას მიმართ აგრესიულ და ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე“, — წერს პავილიონისი ტვიტერზე.
All political parties (except Georgian Dream) today publically pledged their sincere commitment 2peaceful dialogue. Transatlantic community of democracies @SecBlinken should focus on aggresive, autocratic tone & possible actions against leader of Georgian opposition @NikaMelia5 pic.twitter.com/KGrud1aRzE
— ŽygimantasPavilionis (@ZygisPavilionis) February 21, 2021