ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მეგობრებთან ერთად ხვალ საქართველოში ჩამოდის.
„ყველა ქვეყანას აქვს ჩერჩილის მომენტი – ახლა საქართველოს დროა, გადაწყვიტოს. საქართველო ევროპაა და არა რუსეთი“, – წერს ის.
11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი) და გერმანიის (მიხაილ როთი) კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა.
„საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ერთგული ვართ ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით.
თბილისს 11 ნოემბერს ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ეწვევა“, – დაწერა ბუნდესტაგის წარმომადგენელმა მიხაილ როთმა.