PCR ტესტის ღირებულება 150-250 ლარის ფარგლებში მერყეობს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ლაბორატორიების მიხედვით,  PCR ტესტის ღირებულება 150-250 ლარამდეა. მისი თქმით, კერძო ლაბორატორიებში ფასები განსხვავებულია.

„PCR ტესტის ღირებულება მერყეობს 150, 180, 250 ლარის ფარგლებში. სახელმწიფო ტარიფი, რითაც დღეს ტესტირებას აფინანსებს სახელმწიფო და მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამით ადამიანებისთვის ეს უფასოა კონტაქტირებულებისთვის, საკარანტინო სივრცეებში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ექიმებისთვის და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა ჯგუფებისთვის, სახელმწიფო ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ლაბორატორიებს ვაწვდით, მაშინ ღირებულება 50 ლარია, თუმცა ამაში არ შედის ნაცხის აღების ან სახლში მისვლის შემთხვევაში საფასური“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.