პედაგოგის დაინფიცირების გამო თბილისის კლასიკური გიმნაზია ონლაინსწავლებაზე გადავიდა

პუბლიკა

თბილისის კლასიკური გიმნაზია პედაგოგის დაინფიცირების გამო ონლაინსწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

„ერთ-ერთ პედაგოგს, დაუდასტურდა კოვიდ-19. პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე, “- წერს სკოლა.

დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა – 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 7 ადამინი კი გარდაიცვალა.