პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლოდ ამანათების მიღება 28 დეკემბრიდან დაიწყება – პენიტენციური

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათი დაქვემდებარების ქვეშ არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულებისა და მსჯავდებულებისთვის ამანათების მიღება იწყება.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ახალი წლის დღესასწაულს უკავშირდება.

„პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 28-30 დეკემბერს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო 31 დეკემბერს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 16:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – წერია განცხადებაში.