პენიტენციურის განცხადებით, დეკანოზი სამოქალაქო კლინიკაში Covid-19-ის გამო გადაიყვანეს

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების განცხადებით, მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მიზეზი კორონავირუსია.

„მსჯავრდებულ გ.მ.-ს დაუდასტურდა COVID-19, ამიტომ დაკვირვების მიზნით სამოქალაქო კლინიკაში მოთავსდა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ,,ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.“, – აცხადებს სპეიცალური პენიტენციური სამსახური.


დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებდა, რომ დღეს დილით, დეკანოზი გიოგი მამალაძე გლდანის N18 პენიტენციურის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.