ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მათ ორგანიზაციას 2020 წლის აგვისტოში პენსიონერმა ქალმა დახმარების თხოვნით მიმართა – „ლიბერთი ბანკში“ შეუსაბამოდ გაზრდილი დაკრედიტების გამო, რომელიც Covid-19 პანდემიიდან გამომდინარე, 5-თვიანი საშეღავათო პერიოდის შემდგომ დაეკისრა.
„საკითხზე რეაგირების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა შესაბამისი განცხადებით მიმართა „ლიბერთი ბანკსა“ და საქართველოს ეროვნულ ბანკს, დაშვებული შეცდომის გამოსწორებისა და კრედიტის ხელახალა დაკორექტირების მოთხოვნით.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად, 2020 წლის სექტემბერში „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერ ქალბატონს დაუკორექტირა სესხი და ჩამოეჭრა ზედმეტად დარიცხული თანხა – 2000 ლარის ოდენობით”, – წერს ადამიანის უფლებათა ცენტრი.
ცენტრმა უფასო იურიდიულ დახმარების პროექტის ფარგლებში წარმატებული საქმეების ანგარიში წარმოადგინა.