პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდე მივედით - გახარია ივანიშვილზე

პუბლიკა

„სამწუხაროა ეს ყველაფერი, საიდან სადამდე… საკუთარ, პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრება მითები საერთოდ”, –  ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ეხმაურება „ქართლი ოცნების” დაფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილს.

ექსპრემიერი მოგვიანებით ივანიშვილის წერილს ტვიტერშიც გამოეხმაურა:

„ივანიშვილის წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის დგას მწვავე ანტიდასავლური პროპაგანდისა და საქართველოს ევროპული მომავლით ვაჭრობის უკან,  კერძო ინტერესებით. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება განადგურდეს ქველმოქმედის მითი და დარჩეს საქართველო მარტო, იზოლირებული ოკუპანტ ძალასთან პირისპირ“, – წერს გახარია.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს დილით განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობს ომის საფრთხეზე, ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, „კრედიტ სუისთან“ დავასა და ა.შ.