პუტინი მზადაა მოლაპარაკებისთვის, ოღონდ მხოლოდ უკრაინის ნეიტრალიტეტზე - პესკოვი

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკების გასამართად, თუმცა მხოლოდ ერთ საკითხზე – უკრაინის ნეიტრალიტეტსა და უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღების განთავსებისგან თავშეკავებაზე.

„მთავარი კითხვაა, მზადაა თუ არა ამისთვის უკრაინის ხელისუფლება“, – განაცხადა პესკოვმა.

დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა უკვე განაცხადა უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ მიზნები, ესაა ქვეყნის დემილიტარიზაცია და „პრონაცისტური ძალებისგან გათავისუფლება“. პესკოვი დასძენს, რომ შეიქმნა საჭიროება უკრაინა განაირაღონ, რადგან ბოლო დროს მისი სამხედრო პოტენციალი მკვეთრად გაიზარდა.