კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა ბელარუსში და მზად არის უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების დასაწყებად.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, მათ ყველაფერი მოამზადეს მოლაპარაკებებისთვის.
პესკოვს უკე უპასუხა უკრაინის პრეზიდენმტა ზელენსკიმ, მისი თქმით, ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანასა და ქალაქში საიდანაც უკრაინას რაკეტებს არ ესვრიან, მაგრამ არა მინსკში.