პესკოვი ამბობს, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში ჩაფრინდა

პუბლიკა

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი რუსეთში ჩავიდა. მანამდე ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. პესკოვს პირდაპირ არ უპასუხია ჟურნალისტების კითხვისთვის, დაგეგმილია თუ არა რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და ვიტკოფის შეხვედრა.

FlightRadar24-ის ცნობით, უიტკოფის თვითმფრინავი პარასკევს დილით დაეშვა სანქტ-პეტერბურგში.

პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინი პარასკევს გეგმავს „უაღრესად მნიშვნელოვანი“ შეხვედრის გამართვას რუსეთის საზღვაო ძალების განვითარების შესახებ.

პირველად პუტინს ვიტკოფი 13 მარტს შეხვდა. როგორც მაშინ კრემლმა განაცხადა,  შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგებოდა.