უკრაინელი პრორუსი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის მიმართვაზე პუტინის პრესპიკერი პესკოვი ამბობს, რომ კრემლი გაეცნო მედვედჩუკის მიმართვას და ამ ეტაპზე რუსეთს ოფიციალური პოზიცია არ აქვს.
„ჩვენ ვნახეთ მედვედჩუკის მიმართვა. არავითარი რეაქცია, ჯერჯერობით, არ ყოფილა“, – განაცხადა პესკოვმა.
18 აპრილს უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ დაკავებულმა პრორუსმა ოპოზიციონერმა, ვიქტორ მედვედჩუკმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თხოვნით მიმართა, მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებზე გაცვალონ.
მედვედჩუკი 12 აპრილს დაიჭირეს, მას უკვე შეეფარდა პატიმრობა. მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის ინიციატივით მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა, საპასუხო განცხადებაში კი რუსეთი მიუთითებდა, რომ მედვეჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის.