„საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
გუშინ, მერვედფინალურ მატჩში გერმანიამ დანია ანგარიშით – 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს.
საქართველო-ესპანეთის შეხვედრაში გამარჯვებული მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდება.