საფრანგეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედერიკ პეტი ეხმაურება შალვა პაპუაშვილის მიერ დელეგაციასთან შეხვედრაზე უარს და ამბობს, რომ ეს სრული უარყოფაა დემოკრატიის.
„ევროპაში ჩვენ ერთმანეთს არ ვეთანხმებით ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ერთად ვმუშაობთ და ჩემთვის გასაოცარია, როცა პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ „არ შეგხვდები, იმიტომ, რომ არ მეთანხმები“. ეს ჩემთვის სრული უარყოფაა იმის, რასაც დემოკრატია წარმოადგენს. ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ გაქვს, არის სასაფლაო და მე იქ არ მეჩქარება“, – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკოსებმა მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვეს.
პაპუაშვილმა წერილში, სადაც უარის მიზეზებს გამარტავს, აღნიშნა, რომ „შეუძლებელია ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“.