პეტიტი: საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვე მოითხოვოს საქართველოში ახალი, სამართლიანი არჩევნები

პუბლიკა

ფრედერიკ პეტიტი, საფრანგეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე წერს, რომ მიწერა ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს და სთხოვა მტკიცედ ისაუბროს და მოითხოვოს ახალი, სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნები საქართველოში.

მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეუსწავლოს პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნა არჩევნების გაყალბებასა და ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.

„ეს არის ერთადერთი გზა სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის აღსადგენად.

ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველების გვერდით, რადგან ისინი ყოველდღიურად იბრძვიან მათი ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის და დემოკრატიისთვის და არ დავუშვათ მათი ევროპული მომავლის მოპარვა!“ – წერს პეტიტი.

წერილში ნათქვამია, რომ მიუხედავად უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მხრიდან მზარდი რეპრესიებისა და ძალადობისა უფრო და უფრო მეტი ქართველი ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებს „ოცნების“ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, „გადამწყვეტი მომენტია საქართველოსთვის, საფრანგეთის ხმა მნიშვნელოვანია“.

„საფრანგეთმა მტკიცედ უნდა ისაუბროს ევროპაში კანონის უზენაესობის, ძირითადი თავისუფლებებისა და საარჩევნო პროცესის პატივისცემის აუცილებლობაზე“, – ნათქვამია წერილში.

მისი თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე არ იყო დაცული დემოკრატიული სტანდარტები.