შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ ვაპირებ, – განაცხადა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, მან ითხოვა, ინჩხურში წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძარში განწესდეს და ამ თხოვნაზე პასუხს დაელოდება.
„დაველოდები პასუხს, თუ არადა, მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ სად ვიქნები“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
პატრიარქ ილია მეორის ბრძანების თანახმად, პეტრე ცაავა მოსანანიებლად შიომღვიმეში განწესდა, – შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს ვებგვერდზე დღეს, 1 ნოემბერს გავრცელდა.
გუშინ, 31 ოქტომბერს სინოდის გადაწყვეტილებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება და გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან და სინოდის წევრობიდან. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).