პეტრეს გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები – დეკანოზი თამაზ ლომიძე

პუბლიკა

მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი თამაზ ლომიძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ პეტრეს გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები.

„საშინლად მოკლე ხედვა აქვთ. ამათ ჰგონიათ, პეტრეს გადაყენებით მოაგვარებენ პრობლემას?! სწორედ პეტრეს გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები. ეს როგორ არავის გესმით სინოდში?” – წერს დეკანოზი.

დეკანოზი აღნიშნავს, რომა საქართელოს ეკლესია ამ უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა უკონტროლო და გაუაზრებელმა პრივილეგიებმა.

„რადგან ჩვენი ეკლესიისთვის საუკეთესო მინდა, ვიტყვი მთელი რწმენით და პასუხისმგებლობით: ვისურვებდი ღვთის წინაშე, რომ მალე საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს საქმიანი და სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც მორჩება გარეგნულ, მონურ რევერანსებს ეკლესიის წინაშე და უმკაცრესი კონტროლისა და მწვავე კრიტიკის ქვეშ ჩააყენებს ეკლესიას, რომელიც ეკლესიას კვლავ აიძულებს, დაიკავოს დევნილისა და ჩაგრულის პოზიცია, რომელიც ცეცხლში გავლას აიძულებს ეკლესიას და თვითკმაყოფილებისა და უდარდელობისაგან კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში ჩადგომას აიძულებს მას. ზოგადად, ესაა ეკლესიისთვის საუკეთესო მდგომარეობა და როგორც ჩანს, ყველა სხვა პოზიცია განსაკუთრებით დამღუპველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის,” – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.