Pfizer ადასტურებს, რომ საქართველო მილიონ დოზას მიიღებს - „ბიზნეს ფორმულა“

პუბლიკა

Pfizer-მა „ბიზნეს ფორმულას“ დაუდასტურა, რომ საქართველო Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიონზე მეტ დოზას მიიღებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.

„Pfizer სიამოვნებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დასრულებულია მოლაპარაკების განხილვის ნაწილი SARS-CoV2-ის საწინააღმდეგო ერთ მილიონზე მეტი დოზა BNT162b2 ვაქცინის მოწოდებაზე. კომპანია გადადის საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილზე”, – ნათქვამია ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიის მიერ „ბიზნეს ფორმულისთვის” მიწოდებულ პასუხში.