Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
pfizer-ის ვაქცინა საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ვაქცინა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. pfizer-ით იმუნიზაციას მოქალაქეები პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.
pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, Pfizer-ითა და Astrazeneca-თი ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით – Sinopharm-ითა და Sinovac-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
pfizer-ით ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.
pfizer-თან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.