იანვარი
სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ ხატს, რომელზეც გამოსახული იყვნენ მატრონა მოსკოველი და იოსებ სტალინი, საღებავი შეასხა. ამის გამო მას ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფო“ ემუქრებოდა. მათ ფერაძის სახლთან აქციაც გამართეს.
2024 წლის იანვარში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კეკელიძეზე ხატიაშვილების ოჯახი ძალის გამოყენებით გამოასახლა. მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა.
მარტი
2024 წელს ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ქართველმა გულშემატკივარმა ნაკრების გამარჯვება ქუჩაში აღნიშნა.
აპრილი
„ოცნებამ“ 3 აპრილს განაცხადა, რომ რუსულ კანონს აბრუნებდა. საპროტესტო აქციების, დაკავებული მოქალაქეების, კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურებებისა და პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, კანონი სექტემბრის დასაწყისში ძალაში შევიდა.
მაისი
ივნისი
ბალდაში ადგილობრივი მოსახლეობა ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე კანიონის კერძო პირისთვის 40 წლით იჯარით გადაცემას დღემდე აპროტესტებს. ფოტოზე ასახულია ბალდის კანიონი მშენებლობის ფონზე.
ივლისი
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება. ფოტოზე მისი მამა და ბაბუაა ერთ-ერთი სასამარათლო პროცესის გადადების შემდეგ. ოკრიბელაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული საბა მეფარიშვილის ადვოკატები საქმის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობენ.
სექტემბერი
18 სექტემბერს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე.
11 სექტემბერს ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტი და შიმშილობა თბილისში, პარლამენტის წინ გააგრძელეს. 24 ოქტომბერს შუქრუთელებმა გადაწყვიტეს, რომ პროტესტი თბილისიდან ისევ უკან, სოფელში დაბრუნდეს.
მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა. მან 29 სექტემბერს საჩემპიონო ქამარი საქართველოში ჩამოიტანა.
ოქტომბერი
2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების ნაწილი პარლამენტის და მის მიერ დამტკიცებული მთავრობის ლეგიტიმურობას დღემდე არ აღიარებენ.
ნოემბერი
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის ორგანიზებით ჭავჭავაძის გამზირზე აქციები იმართებოდა.
ფოტოზეა მელიქიშვილის გამზირზე, ახალი არჩევნების მოთხოვნით 19 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მათე დევიძე. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. გაზაფხულისა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული, სულ მცირე, 47 მოქალაქეა.
28 ნოემბერს „ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებენ. მის ამ განცხადებას მასობრივი საპროტესტო აქციები, გაფიცვა და სოლიდარობის სხვადასხვა აქტი მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალის გამოყენებით შლიდა დემონსტრაციებს, ფიზიკურად უსწორდებოდა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. ბოლო მონაცემებით, ძალოვანებმა 500-მდე პირი დააკავეს. მათი დიდი ნაწილი წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობს.
დეკემბერი
14 დეკემბერს ახალი წესით გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა.
29 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების მოთხოვნის მისაღწევად გეგმა წარადგინა, შემდეგ კი ორბელიანების სასახლე დატოვა.