და ღირსების მარში შედგა

და ღირსების მარში შედგა

პუბლიკა

გუშინ პარლამენტის წინ, 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა. აქციას Tbilisi Pride-ის წევრებიც შეუერთდნენ.

„თბილისი პრაიდის“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა LGBTQ+ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირის მეორე მხარეს, ქაშვეთის ეკელსიასთან ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები იყვნენ შეკრებილი. ისინი პარლამენტის წინ გადასვლას ცდილობდნენ, მაგრამ მათ პოლიციის კორდონი აკავებდა.