დღეს სოფელ გუმათში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია 4 საათისთვის დაიწყო. პოლიციას ამ ადგილზე გზა აქვს გადაკეტილი და პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებს. მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კი აცხადებს, რომ მათთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს მათი პროტესტის ნამოხვანში გამართვას, ამიტომ ამ ეტაპისთვის მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სოფელ ნამოხვანში ჩასვლა და პროტესტის იქ გაგრძელებაა. აქციის მონაწილეები 170-ე ღამეს ამჯერად სოფელ გუმათში ათევენ.