ფარავნის ტბა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თევზით მდიდარი ტბაა საქართველოში. ჯავახეთის ცივი კლიმატის გამო ტბა ზამთარში ძირითადად გაყინულია. ტბის ირგვლივ რამდენიმე სოფელია გაშენებული.
ფოტოები გადაღებულია 13 დეკემბერს. ცივი ზამთრის საღამოს პირზე ადგილობრივი მეთევზეები გაყინულ ტბაში თევზაობენ.