ფოტო
გუშინ პარლამენტის წინ, 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციას Tbilisi Pride-ის წევრებიც შეუერთდნენ. „თბილისი პრაიდის“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა LGBTQ+ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.
„თავისუფლება ზაზა გახელაძეს“ – დღეს ამ სლოგანით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.
ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე სახალხო რელიგიური დღესასწაული „ხვამლობა“ აღინიშნა. ხვამლის მთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ადგილობრივების გარდა, ტრადიციულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები და ტურისტები ეწვივნენ. ისინი ჯერ წირვას, მოგვიანებით კი ტრადიციულ დოღს დაესწრნენ.
„ხშირად ვმოგზაურობდი და გაჩერებების შემჩნევა დავიწყე. ძალიან გამომსახველი სტრუქტურები ჰქონდათ, რაც ქართულ არქიტექტურაში მანამდე არასდროს შემიმჩნევია. ამიტომ დოკუმენტალიზაცია დავიწყე. თავიდან კარგი კამერა არ მქონდა, ფოტოებსაც ასე, გარბენით ვიღებდი. რამდენიმე კარგი ფოტო გამომივიდა, შემდეგ კი კარგი კამერაც ვიყიდე და დავიწყე გაჩერებების გადასაღებად სიარული. ასე გრძელდება დღემდე“, - ამბობს ის.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდება. 8 ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმემ კი პირი ამოიკერა.
დღეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციას შეუერთდნენ როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები.
დღეს სოფელ გუმათში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია 4 საათისთვის დაიწყო. პოლიციას ამ ადგილზე გზა აქვს გადაკეტილი და პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებს.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. Reginfo-ს ცნობით, აქციაში დაახლოებით 22 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქცია გაიმართა.
დღეს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები 15:00 საათიდან შეიკრიბნენ
20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე მოძრაობა „სირცხვილიამ“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართა. 19:00 საათზე დაწყებულ აქციაზე მისულ მოქალაქეები 2-მეტრიან დისტანციის დაცვით, სპეციალურად დაკრულ სტიკერებზე იდგნენ. სტიკერებზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო გამოსახული.