PHR დისკრიმინაციულ საფუძველზე „თბილისი პრაიდის“ მასალების დაბეჭდვაზე უარის გამო სასამართლოში ჩივის

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „თბილისი პრაიდის“ სახელით დაარეგისტრირა სარჩელი შპს „პრომოუტერის“ წინააღმდეგ, საქმიანობის სფეროს (ლგბტქ+ პირთა უფლებების დაცვა) ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის მიზნით.

ორგანიზაციის განცხადებით, 2019 წლის ივნისის თვეში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობდა ლგბტქ+ ადამიანების ღირსების (პრაიდის) კვირეულის ორგანიზება, კვირეულის ორგანიზატორმა  არასამთავრობო ორგანიზაციამ „თბილისი პრაიდი“ და მისმა აქტივისტებმა პრაიდის მასალების დაბეჭდვის მიზნით მიმართეს შპს „პრომოუტერს“.

„გაგირების დადებისთვის აუცილებელ ყველა დეტალზე მოლაპარაკების შემდგომ, შპს „პრომოუტერის“ წარმომადგენელმა, უარი განაცხადა მომსახურებაზე ჰომოფობიური მოტივით. მათ განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ ლგბტქ+ადამიანების უფლებებს და არ სურთ ამგვარ ორგანიზაციას გაუწიონ პროფესიოული მომსახურება.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ შპს „პრომოუტერის“ უარი მომსახურებაზე განხორციელდა დისკრიმინაციულ საფუძველზე, რაც ეწინააღმდგება საქართველოს კონსტიტუციასა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას.