ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა არასრულწლოვანი ბავშვის სარჩელი დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ წინააღმდეგ და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს.
სასამართლომ სკოლას 10,000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.